148 დადასტურებული ფაქტი და 27 გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსის  კიდევ 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ის 148 დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება.

მათ შორის გამოჯანმრთელებულია 27, კარანტინის რეჟიმში 5550 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 241 პირია.