თუ ამას შევინარჩუნებთ, თუნდაც დღეში 18-20 პაციენტი, რომ იყოს არ არის დიდი ტრაგედია, როდესაც უკვე ვსაუბრობთ მეოთხეულ გადაცემაზე, ანუ შიდაგადაცემაზე, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, თუ ინფიცირებულთა მატების ასეთ მაჩვენებელს შევინარჩუნებთ, სიტუაცია კონტროლირებადი იქნება.
„თუ განვიხილავთ, ბოლო 4-5 დღის მაჩვენებელს, ჩვენ 115-დან ავედით 148-ზე. მაგრამ ეს არ არის დიდი მაჩვენებელი და დიდი ციფრი. თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ, ასე ზომიერად კონტროლირებადი ციფრებით, ალბათ შევძლებთ, რომ გადავლახოთ ეს დიდი პრობლემა დიდი დანაკლისების და არეულობების გარეშე.
თუ ამას შევინარჩუნებთ, თუნდაც დღეში 18-20 პაციენტი, რომ იყოს არ არის დიდი ტრაგედია, როდესაც უკვე ვსაუბრობთ მეოთხეულ გადაცემაზე, ანუ შიდაგადაცემაზე. ეს ციფრები და მაჩვენებლები აბსოლუტურად მისაღებია და არ არის ეს კატასტროფა. ჯერ ყველაფერი კონტროლირებადია და იმედია ასე დავამთავრებთ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.