კორონავირუსს ყველაზე წარმატებულად პაპუასები ებრძვიან!?

ირკვევა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, საუკეთესო მაჩვენებლები კორონავირუსთან ბრძოლაში (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით) ტიმორ-ლესტესა და პაპუა-ახალ გვინეას აქვთ – თითო დაავადებული, არც ერთი გარდაცვლილი, თუმცა არც ერთი განკურნებული (ჯერ-ჯერობით).

ცნობისათვის:

ტიმორლესტე (აღმოსავლეთი ტიმორი ან აღმოსავლეთ ტიმორის დემოკრატიული რესპუბლიკა) – სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მოსახლეობა: 1 172 390 კაცი, ფართობი: 14 874 კვ.კმ.

პაპუაახალი გვინეა (პაპუა-ახალი გვინეის დამოუკიდებელი შტატები) — სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანეთში. მოსახლეობა – 7 334 638 კაცი, ფართობი – 462 849 კვ.მ.