სოროსის მიერ გამოზრდილმა და ხელისუფლება-ოპოზიციაში ინსტალირებულმა ძალებმა ინფრასტრუქტურის მინისტრი, ქალბატონი მაია ცქიტიშვილი, რომელსაც მუდამ არა-ჯოკონდას ღიმილი დასთამაშებს სახეზე, ერთგვარ საცდელ “ზღვის გოჭად” გამოიყენეს:
ათქმევინეს ის, რაც მორწმუნე ერში არაპოპულარული და კატეგორიულად მიუღებელია – ადამიანებისთვის აღდგომის წინა საათებში და შემდგომ, ტაძარში მისვლის და საზეიმო ლიტურგიაში მონაწილეობის აკრძალვა.
“გოჭ” მინისტრს დღეს ათქმევინეს:
„პირველ რიგში, ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ დავიცვათ მკაცრად და ზედმიწევნით ყველა რეგულაცია, რომელიც უკვე დადგენილია, რათა შესაძლებლობა გვქონდეს, რომ აღნიშნული რეგულაციების მოქმედება უფრო სწრაფად შევწყვიტოთ. ეს არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება კომენდანტის საათის პირობებს, ეს პირობები არის ძალიან მკაფიო და გადაადგილება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ნებადართული არ არის. ამასთან ერთად, არ არის ნებადართული 3-ზე მეტი ადამიანის შეკრება. შესაბამისად, ამ ორი პირობის კომბინაციით ამ კითხვაზე პასუხი არის, რომ, რა თქმა უნდა, დაირღვევა კომენდანტის საათი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში და თუ მოქალაქეთა გადაადგილება დაფიქსირდება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე“.
ეს შემოგდებული ფრაზაა საზოგადოების რეაქციის მოსასინჯად – გაისუსება ხალხი, როგორც ეს ჯორჯ სოროსის ნაშიერებს აწყობთ, მაშინ ისინი უფრო მყარად მოგვასხდებიან თავზე. იქნება მკაცრი გამოხმაურება – მაშინ უკან დაიხევენ და ერთი ღამით მაინც შეაჩერებენ უაზრო “კომენდანტის საათს”.
ვწუხვართ პირადად მომღიმარი ქალბატონ-მინისტრის გამო, რომ მან სოროსელების ბინძური დაკვეთის შესრულება ითავა.