ხუთშაბათს საფრანგეთის მასმედიამ დაადასტურა მანამდე ერთი დღით ადრე, პროვანს-ალპები-ცისფერი სანაპიროს რეგიონის მეთაურის განცხადება იმის თაობაზე, რომ ამერიკელები საფრანგეთისთვის განკუთვნილ სამედიცინო ნიღბებს ჩინეთში, პირდაპირ აეროდრომის საფრენ ბილიკზე, ნაღდი ფულის სანაცვლოდ, ყიდულობენ და იტაცებენ.
ინფორმაციას “რადიო ფრანს ინტერნასიონალი” RFI ავრცელებს.
პროვანს-ალპები-ცისფერი სანაპიროს რეგიონის მეთაური რენო მუზელიე ყვება, რომ საფრანგეთის რიგი რეგიონებიდან “რამდენიმე მილიონი” ნიღაბი იქნა შეკვეთილი ჩინეთში. “შეკვეთა წინასწარ იქნა გადახდილი, ნიღბები შეკერილია. მაგრამ დღეს დილით, ჩინეთში, საფრენ ბილიკზე, ამერიკელებმა ნაღდი ფულით გადაიყიდეს ფრანგული შეკვეთა და, თვითმფრინავი, რომელიც საფრანგეთში უნდა გამოფრენილიყო, პირდაპირ შეერთებულ შტატებში გაემგზავრა”.
საფრანგეთის კიდევ ერთი რეგიონის, გრანდ ესტის მეთაურმა ჟან როტნერმა სატელევიზიო არხ RTL-ს ეს ცნობები დაუდასტურა.
“მართლაც, ამერიკელებმა საფრენ ბილიკზევე გადაიხადეს ნაღდი ფული და ჩვენზე სამჯერ თუ ოთხჯერ მეტი. ასე რომ ნიღბებისთვის ნამდვილად ბრძოლა მოგვიწევს” – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა სამხედროებმა, თავიანთი “მეხუთე კოლონის” წყალობით, ორი კვირის წინ იტალიიდან გამოიტანეს ნახევარი მილიონი ცალი დეფიციტური ტესტი კორონავირუსზე.