მოკლედ და კონკრეტულად: “მთავრობავ, ერთი ღამით შეაჩერე კომენდანტის საათის მოქმედება!”

მორწმუნე ხალხი ღელავს, თუ რა იქნება აღდგომის დილას, 18-იდან 19 აპრილის ღამეს, როდესაც ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომის წინ უამრავი ადამიანი გაემართება ტაძრებისკენ.

იმისათვის, რომ არ მოხდეს კანონის, თუნდაც სულელურის, უნებური დარღვევა მოქალაქეთა მხრიდან, ეკლესიის მრევლი შემდეგი თხოვნით მიმართავს საქართველოს მთავრობას:

“გთხოვთ, 18 აპრილიდან 19 აპრილამდე 1 ღამით შეჩერდეს კომენდანტის საათის მოქმედება, რათა ყველამ შეძლოს აღდგომის ღამისთევის მსახურებაზე დასწრება”.

ეს თხოვნა და ხელმოწრები განთავსებულია მორწმუნეთა ვებ-გვერდზე: zneoba.ge .