დოქტორი მიასნიკოვი: “შეუძლებელია, კარგ ექიმს ღვთის არ სწამდეს”

“მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ შეუძლებელია, კარგ ექიმს ღვთის არ სწამდეს, გამომდინარე იქიდან, რასაც ექიმი ხედავს თავის პრაქტიკაში. როგორც ექიმი, ისე ვერავინ ხედავს უმაღლესი ძალის არსებობას, რომელიც წყვეტს ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს” – ასეთია დოქტორ ალექსანდრ მიასნიკოვის აზრი, რომელიც, ჩვენი კარგი ექიმებისთვის, რომლებიც “ეკლესიას პატივს სცემენ”,  ასევე კარგი შეხსენებაა.

ალექსანდრ მიასნიკოვი – რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სახელოვანი ექიმია, რომელიც თავის ცოდნას აქტიურად უზიარებს ხალხს მასმედიის საშუალებით. ალექსანდრ ლეონიდის ძე – ექიმების დინასტიის წარმომადგენელია მეოთხე თაობაში. მიასნიკოვი გახლავთ მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, აშშ-ის მედიცინის დოქტორი. მუშაობდა მოზამბიკში, ზამბეზიში, ანგოლაში, აშშ-ში, საფრანგეთში. მონაწილეობას ღებულობდა წითელი ჯვრის მისიებში. ხელმძღვანელობდა რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს კრემლის საავადმყოფოს. არის ქალაქის მ. ჟადკევიჩის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი. 8 წიგნის ავტორი.