საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ქვეყანაში 119,582 ოჯახს ანუ 427,373 ადამიანს შეადგენს. აქედან დაახლოებით 125,000 ქალაქის მაცხოვრებელია, ხოლო სოფლად 84,000 ოჯახი ანუ 300,000 ადამიანი ცხოვრობს.
არსებული ქულების მინიჭების სისტემის გამო, სოფლად მცხოვრებლები ერიდებიან მიწათმოქმედებით შემოსავლის მიღებას, შინაური ფრინველის და პირუტყვის ყოლას, რადგან ასეთ შემთხვევაში სოციალურ შემწეობას დაკარგავენ. გამოდის, რომ სოფლად მცხოვრები 300,000 ადამიანი, ჩვენს მიერ შექმნილი სისტემით, ეკონომიკურად აქტიურ ცხოვრებას გამოვთიშეთ .
აუცილებელია ქულების მინიჭების სისტემის რევიზია, ისე რომ შემწეობის მიმღებ ადამიანებს მიწის დამუშავებაც შეეძლოთ, შინაური ფრინველის და პირუტყვის ყოლაც. ოჯახში 100-მდე ფრთა ფრინველის, 10 სულამდე პირუტყვის და 5-მდე ფუტკრის სკის ყოლა არ უნდა გახდეს საბაბი სოციალური შემწეობის მოხსნის.
დავაბრუნოთ ხალხი ეკონომიკაში! ისინი ხომ ჯანსაღ პროდუქტს შექმნიან, საკუთარ ოჯახსაც დააპურებენ და ნატურალურ პროდუქტს ბაზარსაც მიაწვდიან.
საერთო ჯამში, ამ ნაბიჯის ეკონომიკური ეფექტი რამდენჯერმე მეტი იქნება, ვიდრე გასაცემი სოციალური შემწეობა. რთული დასათვლელი არ არის თუ რამდენი პროდუქტი შეიქმნება: ფრინველი, კვერცხი, ბუმბული, რძე, ხორცი, ყველი, კარაქი, ხაჭო, ნადუღი, მაწონი, მატყლი, ტყავი, თაფლი, ფიჭა, დინდგელი, მცენარეების დამტვერვა ფუტკრის მიერ, რაც მოსავალს გაზრდის, ნაკელი, ბიოგაზი, ნედლეული მულჩირებისთვის…
წყარო: ირაკლი გოგავას “ფეისბუკის” გვერდი.