ჩვენ, ქართველებს, ქართული სახელმწიფოს არსებობის, მისი განვითარებისა და გადარჩენისათვის ბრძოლის რამოდენიმე ათასწლოვანი ისტორია გვაქვს. ამიტომ ვერავინ გვასწავლის, ჩვენი ქვეყნისათვის რა არის კარგი და რა – ცუდი. ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე, კარგად ვგრძნობთ, როდის უჭირს ქვეყანას, როდის და რის გამო ხდება მისი არსებობისა და განვითარების შეფერხება, მისი ეროვნული ინტერესების ხელყოფა და განზრახ დაზიანება.
30 წელია ვცდილობთ ღირსეული ადგილი დავიკავოთ ახალ მსოფლიო თანამეგობრობაში. ახალი ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში რა თქმა უნდა გვაქვს შეცდომები და ეს ბუნებრივია რადგან ბევრ რამეს ვცვლით თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისად. მაგრამ ჩვენ კატეგორიულად არ გვსურს მთლიანად გადავეშვათ გლობალიზაციის “მორევში“ და დავკარგოთ ის უმთავრესი ღირებულებები, რომლებსაც ერთობლიობაში ქართული ფენომენი და იდენტობა ჰქვია. ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთა.
ქართული მოსახლეობა კარგად ხედავს რომ ქვეყანას ხშირად თავს ახვევენ მისი იდენტურობისა და ზოგადად არსებობისათვის დამანგრეველ პროცესებს. ახალი მსოფლიო წესრიგის ლოზუნგებსა და იდეოლოგიას ამოფარებული ძალები ხშირად არასწორად ერევიან ქვეყნის საშინაო საქმეებში. საბოლოოდ ხდება ისე რომ ქვეყანა სწორი განვითარების მაგივრად კარგავს ტრადიციული და სტრატეგიული შიდა მეურნეობის დარგებს, ინტელექტუალური და საერთოდ ადამიანური რესურსების დიდ ნაწილს, მსოფლიოს კულტულური მემკვიდრეობის შემადგენელ ქართულ იდენტობას და ტრადიციებს.
ამ ძალებმა მოახერხეს ქართული მოსახლეობის ნაწილის მოსყიდვა-გადაბირება, მათი მეხსიერებიდან და აზროვნებიდან ქართული ელემენტების განდევნა, ეროვნული ფასეულობების დრომოჭმულად და პროვინციალიზმად წარმოდგენა. დაახლოებით მსგავსი სცენარით მიმდინარეობს პროცესები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია ეროვნული და ტრადიციული ელემენტები და აზროვნება. ის ძირთადი ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ ნებისმიერი ქვეყნის, როგორც დამოუკიდებელი კულტურული და პოლიტიკური ერთეულის არსებობას.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს ეგრეთ წოდებული „გლობალისტები“ არ წარმოადგენენ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას ცალკე აღებულს. სხვა საკითხია რამდენად ძლიერად არის წარმოდგენილი კონკრეტული, ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნების საქმიანი და პოლიტიკური ელიტა ამ ფარულ გაერთიანებაში. რა თქმა უნდა მათ შეუძლიათ ცალკეული მართული გლობალური პროცესების საკუთარი ქვეყნის ინტერესებისათვის გამოყენება, მაგრამ მთლიანობაში ეს მაინც ‘ ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ საერთაშორისო კლუბია, რომელთა მიზანს მართული და მათი შეხედულებებისამებრ „ლიმიტირებული“ ახალი მსოფლიოს შექმნა წარმოადგენს.
ძალიან ხშირად ვრცელდება მიზანმიმართული ინფორმაცია და აზრი, რომ არავითარი ფარული გაერთიანება არ არსებობს და გლობალური მსოფლიო პროცესების წინასწარ დაგეგმილი მართვა უბრალოდ მითია და მეტი არაფერი. ეს მტკნარი სიცრუეა და ამის საწინააღმდეგო უამრავი ფაქტი არსებობს. მიუხედავად უმკაცრესი კონსპირაციისა და თამაშის წესებისა, ადამიანთა ეს კლუბი მაინც ვერ ახერხებს თავისი რეალური საქმიანობის შენიღბვას სხვადასხვა ტრაფარეტული სახელწოდებებითა და საქმიანობით. ისინი აქტიურად იღწვიან ახალი „მსოფლიო წესრიგის“, ლიმიტირებული მოსახლეობის მართული აზროვნებისა და ქცევების შესაქმნელად.
დღეს მსოფლიოში ყველაფერი გლობალური, ანუ ერთი შეხედვით ყველასათვის ყველაფერი ხელმისაწვდომი და ღიაა. ეს დამანგრეველი პროცესი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიგეგმა და მიზნად ისახავს დედამიწის „ზედმეტი“ ქვეყნებისა და მოსახლეობისაგან გამოთავისუფლებას, წინასწარ დათვლილი და „დატოვებული“ ( 500 000 000) მაცხოვრებლის „ნებადართულ სიცოცხლესა“ და უსიტყვო მორჩილებას 20 000 „ელიტალური ადამიანის“ მიმართ, რომლებიც რეალურად მსოფლიოს ეკონომიკური აქტივების თითქმის 85% განაგებენ.
ასე ციფრებით ანგარიშობენ ადამიანთა ბედს და მომავალს დღევანდელი „გლობალური მსოფლიოს“ და მომავალი „მსოფლიო მთავრობის“ მამები და იდეოლოგები. გარეგნულად ეს პროცესი ბევრისთვის ძალიან მიმზიდველი და პროგრესულია, რადგან გლობალისტების განცხადებით მათ უმთავრეს მიზანს თანასწორობა, განათლება და ადამიანის პიროვნული თავისუფლება წარმოადგენს. ეს „პროექტი“ უზარმაზარი ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რაც ასევე ბევრი „მხარდამჭერის“ სიმპატიას განაპირობებს. ეს მიმდინარეობა სამწუხაროდ პოპულარულია ქართული მოსახლეოების ნაწილშიც.
ერთი შეხედვით თავისუფლება და თანასწორობა კარგია მაგრამ რატომ წარმოადგენენ ამ მართული პროგრამების იდეოლოგებს მხოლოდ მდიდარი და გავლენიანი ადამიანები, რომლთაგან ბევრს პროცესების მმართველის სტატუსი და პრივილეგია მემკვიდრეობით გადაეცემა? სინამდვილეში ეს არის „ძლიერთა“ ძალიან ვიწრო ჯგუფი და ისინი არც ცდილობენ თავისი წრის გაფართოებას. გუშინაც და დღესაც მსოფლიოს მათი ოჯახის წევრები მართავდნენ და მართავენ. საეჭვოა მათ უმთავრეს მოწოდებას რიგითი ადამიანების პიროვნული თავისუფლება და პროგრესი წარმოადგენდეს.
„მსოფლიო მთავრობის“ იდეა და „ლიბერალურ -გლობალისტური“ მოძრაობის ჩანასახები ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა ევროპაში. მას შემდეგ მსოფლიოში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი და რევოლუციური პროცესი, ამ გაერთიანებისა თუ ორდენის მიერ იმართება. მათი უმთავრესი და საბოლოო მიზანი იყო და არის საერთოდ წაშალონ ქვეყნებს შორის საზღვრები და შექმნან ერთიანი მსოფლიო მთავრობა, ახალი მსოფლიო ლიმიტირებული და მართული მოსახლეობით. მათ მოახეხრეს და ფაქტიურად გაანადგურეს თვით ისეთი ძლიერი ქვეყნების ეროვნული ფასეულობები, როგორსაც საფრანგეთი, ინგლისი და გერმანია წარმოადგენენ.
„ახალი მსოფლიოს“ იდეოლოგების მიზანია ოჯახისა და ეროვნების, როგორც ინსტიტუტის განადგურება, რაც ადამიანებს უბრალოდ მართვად მასად გადააქცევს და რომელსაც მათი მემკვიდრე ოლიგარქები გააკონტროლებენ. მათი მიზანია ადრეული ასაკიდან მომავალ თაობებს თავში ჩაუდონ მზა აზრი და „ფასეულობები“, მოვლენების მათებური შეფასება – რა არის თანამედროვე, პროგრესული და რა წარსული და დრომოჭმული. ადამიანების ზომბირება და ტვინის „გამორეცხვა“ წარმატებით ხორციელდება როგორც პროპაგანდითა და ფინანსური „დივერსიებით“ ისე სხვადასხვა ფსიქოტრონული საშუალებების მასიური გამოყენებით. ეს საშუალებები ფართოდ გამოიყენება არა მარტო მართული ფარმაცევტული პოლიტიკით , არამედ მათი დამატებით სასმელსა და საკვებში. ამავე მიზნით გამოიყენება ალკოჰოლი, თამბაქო და „მსუბუქი ნარკოტიკები“. თავის დროზე ინდიელი აბორიგენების განადგურება სწორედ მათი ალკოჰოლზე დამოკიდებულების სტიმულირებით მოხდა.
ამ პროცესის მართვა მათთვის სიძნელეს სულაც არ წარმოადგენს, ვინაიდან ადამიანების ეს მცირე ჯგუფი თითქმის მთლიანად აკონტროლებს მსოფლიოში ნებისმიერი პროდუქტის და მათ შორის სურსათის მოძრაობას. მსოფლიოში არსებული დაახლოებით 600 ყველაზე წარმატებული და ცნობილი გიგანტი კომპანიიდან არც ერთი არ არის დამოუკიდებელი. ერთი კომპანია აკონტროლებს მეორეს და საბოლოოდ მთლიანად ყველა 50 მეგაკორპორაციული ჯგუფის მიერ კონტროლდება, რომელთა უკან ისევ ეს ადამიანები დგანან. ამ ადამიანებს ნებისმიერი დარგის განვითარებისა და სავაჭრო ბრუნვის გაკონტროლება შუძლიათ.
მართული ეკონომიკური პროცესებისა და დივერსიის გარდა, ეს ჯგუფი ცდილობს ადამიანებს დაავიწყოს წარსული და ისტორია, რადგან იციან რომ ადამიანი ისტორიის გარეშე არაფერს წარმოადგენს. დღეს გარედან დაფინანსებულმა და თავსმოხვეულმა განათლების სისტემამ მთლიანად განდევნა სამშობლოსა და პატრიოტიზმის ცნება, ხოლო მისი ზოგადი დონე და მეთოდოლოგია ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ამავე მიზანს ემსახურება ეროვნულობისა და მამის სახელის ამოღება პასპორტიდან. ახლად დანერგილი პირადობის მოწმობა ID კოდით, რათა სრულად განხორციელდეს ინდივიდის ყოველდღიური ყოფის, დასაქმების, გადაადგილების და საბანკო ანგარიშების კონტროლი.
ადამიანთა ეს ვიწრო ჯგუფი წყვეტს თუ რომელ ქვეყანაში რომელი ძალა მოვა ხელისუფლებაში. მაგალითად საფრანგეთის პრეზიდენტის უკანასკნელი არჩევნების წინ, ძირითად კანდიდატებს სწორედ ამ ადამიანების კლუბში მოუსმინეს. სხვათა შორის „მოსმენაზე“ არ მიუწვევიათ არც ნიკოლა სარკოზი და არც მარი ლოპენი, რაც იმას მიანიშნებდა რომ ისინი ვერ და არ გაიმარჯვებდნენ. ყველა „შერჩეული“ კანდიდატი, წინასაარჩევნო პროგრამებით ჯერ ამ ჯგუფის წინაშე წარსდგნენ და მერე ამომრჩევლების.
დიდი ხანია, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხელისუფლება მათ მიერ ირჩევა და იმართება, ხოლო ურჩი აუცილებლად ისჯება. მაგალითად პრეზიდენტი კენედი, რომელიც ცნობილი გამოსვლიდან – „მიმართვა კაცობრიობას“ – 10 დღეში მოკლეს. ამგვარ დაუმორჩილებლობას შეეწირა არა მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტი!!! ერთადერთი მმართველი, რომელმაც მათ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია, იოსებ სტალინი იყო, რომელმაც მთლიანად გაანადგურა ამ ჯგუფის ბოლშევიკური ფილიალი ტროცკის, კამენევის, ზინოვიევის, ბუხარინის და ა. შ. შემადგენლობით.
თავის დროზე ამ ჯგუფის დამსახურებით მოეხსნა ფაშისტურ გერმანიას შეიარაღებაზე შეზღუდვები, რამაც ჰიტლერს სამხედრო აგრესიის რესურსი გაუჩინა, თუმცა შემდგომ მანაც სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია მათ ჰეგემონიას. მათი პროექტია ე.წ. „არაბული გაზაფხული“!! ერთადერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც დღეს ამ ჯგუფის მიერ ვერ კონტროლდება, რუსეთია. ეს ქვეყანა, თავისი ტრადიციულად ძლიერი სპეცსამსახურების წყალობით, ჯერ-ჯერობით ახერხებს ამ ძალის მეტ-ნაკლებად შეჩერებასა და განეიტრალებას. ერთერთ პროექტს, რომელიც რუსეთის დასუსტება – დაშლისაკენ იყო მიმართული, „ფერადი“ რევოლუციების პროგრამა წარმოადგენდა.
ყველა ზემოთ დასახელებული ფაქტის ანალიზს თუ გავაკეთებთ, ადვილად დავინახავთ თუ რომელი ძალები განსაზღვრავენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ვექტორის მიმართულებას. ხშირად ჩვენ მოტყუებით და ცრუ დაპირებით გვითრევენ ისეთ გლობალურ „პროექტებში“ , რომლებში მონაწილეობის გამოც საქართველო ტერიტორიულად, ეკონომიკურად და მორალურად დაზარალებული რჩება. პროცესებს თუ დავაკვირდებით ნათლად ჩანს რა დოზით და ვისი დავალებით მოქმედებდა და მოქმედებს ჩვენი ხელისუფლება ბოლო 30 წლის განმავლობაში.
ხშირად გაკვირვებას იწვევს გარე ძალების მიერ ისეთი დამნაშავე პოლიტიკური ჯგუფების „გათეთრების“ მცდელობა და მხარდაჭერა, რომელთა დანაშაული პირდაპირ ხელის გულზე დევს. ერთი შეხვედით განვითარებულ მსოფლიო საზოგადოებას, რეალურად კი მართულ საერთაშორისო და ევროპულ სტრუქტურებს, სერიოზული ჩავარდნები აქვს სამართლიანობის თვალსაზრისით. ეს უსამართლობა და „ორმაგი სტანდარტი“ სწორედ თანამედროვე „გლობალისტების“ მიერ მართული პროცესია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან. აღსანიშნავია რომ, სცენარი თითქმის ერთია როგორც ძლიერი ისე სუსტი ეკონომიკისა და რესურსების მქონე ქვეყნებისათვის. პრეზიდენტმა ტრამპმა სწორედ ამ ძალების წინააღმდეგ გაილაშქრა, როდესაც ქვეყნის „დაბრუნებას“ დაპირდა რიგით ამერიკელებს.
როდესაც ასეთ აშკარა და ხშირად დაუჯერებელ ნეგატიურ ფაქტებზე მიდის საუბარი, ჩნდება სერიოზული ეჭვები დღევანდელი სერიოზული საფრთხის, კორონა ვირუსის წარმოშობა-გავრცელების შესახებ. მტკიცებით ფორმაში არაფრის თქმა არ შეიძლება, მაგრამ არც უარყოფა. მაგრამ ამ ჯერ კიდევ გაუკონტროლებელმა საფრთხემ და შემოტევამ პრაქტიკაში აჩვენა თუ რა ნეგატიური პროცესები შეიძლება მოჰყვეს მსოფლიოს გლობალური გაერთიანებისა და აღრევის მცდელობას. ნებისმიერი ახალი, გლობალური თუ ლოკალური გამოწვევა, მოითხოვს ქვეყნის და ეროვნულ დონეზე მიდგომას, გამომდინარეს მოსახლეობის ტრადიციებიდან და მენტალიტეტიდან.
ჩვენ ქართველები ვერასოდეს ვიაზროვნებთ და ვიცხოვრებთ გარედან მოხვეული წესების და დოგმების მიხედვით. ვერასოდეს ვიქნებით ისეთები, როგორც თუნდაც ჩვენზე ძლიერი ეკონომიკის და ცხოვრების დონის მქონე ერები არიან. იმიტომ რომ ბევრისაგან განსხვავებით ჩვენ ჩვენი გვაქვს, უძველესი, ნაცადი და სისხლში გამჯდარი. ქართველები არ ვეწინააღმდეგებით პროგრესს და მოწინავე გამოცდილებების ურთიერთგაცვლას მსოფლიოში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საკუთარის შენარჩუნება, განვითარება და დაცვაა. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქართველები.
დავით აბულაძე