იტალიის სიკვდილიანობის უცნაური სტატისტიკა – რა ხდება სინამდვილეში?

გერმანიაში მცხოვრები ქართველი სოციოლოგი და გერმანისტი კობა კუპრაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს თავის დაკვირვებას და მიუთითებს ფაქტების პირდაპირ შეუსაბამობას, იტალიაში არსებულ სიკვდილიანობასთან დაკავშირებით. ირკვევა საინტერესო რამ:

“გადავამოწმე და 2018 წლის სტატისტიკით შარშანწინ იტალიაში დღეში საშუალოდ 1734 ადამიანი კვდებოდა ყოველგვარი SARS-COV-2 ვირუსის გარეშე. წელს, რაც ეს წელი დაიწყო, იტალიაში საშუალოდ ყოველდღიურად კვდება 1587 ადამიანი. ანუ, სიკვდილიანობა საგრძნობლად შემცირებულია ეს ბოლო სამი თვე. სად არიან კორონათი მკვდრები, თქვე მაფიოზებო?” – წერს კობა კუპრაშვილი.

მართლაც, ცნობილია, რომ იტალიაში დღეში საშუალოდ 1700 ადამიანი “ისედაც” კვდება. თუკი კორონავირუსი მასობრივი მკვლელია, როგორც ამას “ჯანმო” და გლობალისტური მედიასაშუალებები ამტკიცებენ, მაშინ ეს ციფრი გაზრდილი უნდა იყოს და 2000-ს ბევრად უნდა აჭარბებდეს.

არის სხვა ვარიანტიც – კერძოდ, კობა კუპრაშვილის მიერ მითითებული რესურსი ცდება და არასწორ სტატისტიკას ავრცელებს. მაგრამ ეს ნაკლებ სავარაუდებელია, რადგან Countrytimers.info გაეროს მონაცემებს ეყრდნობა და შესაბამის წყაროს გაეროზე უთითებს.

გამოდის, რომ გაეროს ერთი ორგანო ეწინააღმდეგება მეორეს – “ჯანმოს”, რომელიც, თავის მხრივ, იტალიიდან მიღებულ ცნობებს ავრცელებს. ეს გარემოება, სულ მცირე, დამაფიქრებელია: რამდენად სწორი სტატისტიკა მოდის იტალიიდან და თუ დამახინჯებით მოდის, რა მიზნებს ემსახურება “კორონავირუსით დაღუპულთა” სტატისტიკის ამგვარი დამახინჯება?

P. S. საინტერესოა, ამ კერძო ვიდეოჩანაწერის ნახვაც, ესპანეთიდან! გაჰყევით ბმულს.

“ნიუსფრონტი – საქართველო”