“ლუგარის ლაბორატორიის” დირექტორმა, პაატა იმნაძემ, გაიზიარა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ მრევლი სახლში უნდა იჯდეს და თავი უნდა შეიკავოს ტაძრებში მისვლისაგან.
“მინდა მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, მინდა მივმართო მრევლს დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია, დავიცვათ მღვდელთმთავრები ეკლესიაში არ მისვლით, სახლში ლოცვით. დავიცვათ არა მარტო ამ ვირუსისგან, არამედ სხვა ვირუსებისგანაც. დავიცვათ ჩვენი ეკლესია, ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება. იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა პაატა იმნაძემ კორონაისტერიასთან დაკავშირებულ მორიგ ბრიფინგზე.
როგორც ცნობილია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, პრაქტიკულად ბოლო ბურჯია, იხსნას მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ჩაშლისაგან, რასაც ცდილობენ ლიბერალ-ფაშისტები.