მსუბუქი შემთხვევების მართვა მოხდება არა პაციენტის ბინაზე, არამედ საკარანტინო ზონაში

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ “დღის კურიერის” პირდაპირ ეთერში ისაუბრა იმ გადაწყვეტლებაზე, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ ახალი კორონავირუსული ინფექციის მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მართვის მიმართულებით მიიღო.

მინისტრის განცხადებით, მსოფლიო პრაქტიკისგან გასხვავებით, საქართველოში ბინაზე მკურნალობა მოხდება არა პაციენტის სახლში, არამედ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ საკარანტინო ზონაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული ოჯახის წევრებთან კონტაქტი და მათი ინფიცირება.

მინისტრის თქმით, სიმპტომების გაჩენისთანავე პაციენტმა უნდა დარეკოს 112-ზე, რომელიც მას შესაბამის კლინიკაში გადაამისამართებს, შემდეგ კი, მისი გამოკითხვის მიხედვით, ექიმები მიიღებენ გადაწყვეტილებას, მოხდეს მისი ჰოსპიტალიზაცია, თუ გადაიყვანონ სპეციალურ საკარანტინო ზონაში.