სანდრო ბრეგაძე: “შევუნდოთ ერთმანეთს და ეკლესიის გარშემო გავერთიანდეთ!”

“ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე კარზე მომდგარი ლიბერალ-ფაშისტური საფრთხის წინაშე მორწმუნე ერს და წესიერ პოლიტიკოსებს მოუწოდებს ურთიერთშენდობისა და, ეკლესიის დასაცავად, უპირობო გაერთიანებისაკენ:

“მთელს მსოფლიოში ერთადერთი საქართველოს ეკლესია დარჩა იესო ქრისტეს და ქრისტიანული მოძღვრების ერთგული! ამით აიხსნება ის უპრეცედენტო გაშმაგება, რომლითაც სატანის ნაშიერები ეკვეთენ ჩვენს დედა-ეკლესიას! ნუთუ ვინმე არის ისეთი მიამიტი,რომელსაც სჯერა ურჯულო-სატანისტების ზრუნვა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე? ალბათ ყველანი ვრწმუნდებით,რომ მთელი ეს ურჯულო-ურწმუნოების არმია, თავისი ნაცებით, ბოკერიებით, სოროსელი არასამთავრობოებით ოცნებობენ, რომ ერთი ადამიანი მაინც დაინფიცირდეს წირვის დროს.

დიახ, მათი მიზანი არა ხალხის დაცვა, არამედ იესო ქრისტეს და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაა! ამის უმთავრესი მიზეზია, რომ საქართველო და ჩვენი ეკლესია აღმოჩნდა ის უკანასკნელი ბასტიონი, რომელიც მტკიცედ დგას ქრისტიანობის სადარაჯოზე, რომელიც ეულად-მარტო-ერთადერთი დარჩა სატანურ ძალებთან პირისპირ. გარდაუვალია: უფლის წყალობით ეკლესია და რწმენა ისევე დაანგრევს ლიბერასტ-სატანისტებს, როგორც წმინდა ნინომ გაანადგურა არმაზის კერპი !!!

დიახ, საქართველო უკანასკნელი ბასტიონია, ქრისტიანობის უკანასკნელი ბასტიონი, რომელსაც შემოელეწება ათეიზმის – ურწმუნოების ბინძური ტალღა, შემოელეწება და განადგურდება, როგორც წმინდა გიორგის მიერ განგმირული ბოროტების სიმბოლო! შტურმი ქრისტიანობის წინააღმდეგ გაძლიერდება, რადგან იციან – ეს გადამწყვეტი ბრძოლაა, რომელ ბრძოლაში დამარცხება სატანისტ-ლიბერასტების სრულ განადგურებას ნიშნავს!

ამ ბრძოლაში გვჭირდება ერთიანობა, ერთ მუშტად შეკვრა. უამრავი სასულიერო პირი გამიკრიტიკებია მათი არასწორი ქმედების გამო, არასოდეს უკან არ დამიხევია ფარისეველთა მხილებისას, არც ავტორიტეტს შევშინებივარ და არც იერარქიას, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის, ახლა ერთად დგომაა საჭირო, ერთიანობა, რათა გავიმარჯვოთ ურჯულოებთან ბრძოლაში! ამიტომ ვწყვეტ ყოველგარ კრიტიკას, შევუნდობ ყველას, ისევე როგორც მეც შემინდობენ, მოვუწოდებ ყველას ეკლესიის სრული მხარდაჭერისკენ, ბრძოლისკენ და ამ ბრძოლაში თავგანწირვისკენ! უფალი გვფარავდეს ამ წმინდა ომში!” – მოუწოდებს სანდრო ბრეგაძე ყველა თანამემამულეს.