საქართველოში ყინვაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-8 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. 7 აპრილს ნალექი ბარში წვიმის, მთაში თოვლის სახით და ნისლი.

8 აპრილს ნალექი შესაძლოა ბარშიც, ზოგან თოვლის სახით აღინიშნოს.

8-9 აპრილს, ღამის საათებში, შიდა ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება ბარში -2,-4, მთაში -4,-6 გრადუსამდე.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს.