ზუგდიდისა და სენაკის ბაზრები დაიხურა

ზუგდიდისა და სენაკის ბაზრები დაიხურა. საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილებით, ორივე ქალაქში ბაზრებმა მუშაობა დღეიდან შეწყვიტეს, მიზეზად კი კორონავირუსის გამო ქვეყანაში არსებული ვითარება სახელდება.

ბაზრის მოვაჭრეების ნაწილი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ხელისუფლებისგან შესყიდული მარაგისა და მალფუჭებადი პროდუქტის რეალიზაციისთვის დროს ითხოვს.

მათ მოთხოვნებს უპასუხა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა. ალექსანდრე მოწერელიას თქმით, საკითხის გადახედვა არ იგეგმება და გადაწყვეტილება უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს.

რწმუნებული ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების საფრთხე რეალურია და ეს ყველამ უნდა გაითავისოს.