პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალს ტესტი ჩაუტარდა და კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
“ჩვენს კლინიკაში გუშინ მედპერსონალს გამოკვლევა ჩაუტარდა და ყველა ტესტის შედეგი მოვიდა კორონავირუსზე უარყოფითი,” – აღნიშნა ლევან რატიანმა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში 66 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 52 კორონავირუსით ინფიცირებულია.