დღეიდან თბილისში ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტება

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან თბილისში ყველა აგრარული ბაზარი იკეტება. როგორც  დედაქალაქის მერიაში განაცხადეს, გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.

„ ეს უკავშირდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს. შესაბამისი რეკომენდაცია გასცა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ და დღეიდან თბილისში არსებული ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა“, – აცხადებენ უწყებაში.

 

წყარო: “ინტერპრესნიუსი”