არ ვიცოდი, რომ კორონავირუსი მჭირს, პირბადის გარეშე მოვიარე ქალაქი

“კურიერმა” ინტერვიუ ჩაწერა იმ 16 წლის სტიქაროსნის დედასთან, რომლის ოჯახის COVID 19-ით დაინფიცირების შესახებ რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გავრცელდა. როგორც რესპონდენტი ჰყვება, მაშინ, როდესაც არ იცოდა, რომ ეს ვირუსი მას და მისი ოჯახის 3 წევრს ჰქონდა, ქალაქში პირბადის გარეშე გადაადგილდებოდა.

“რაც შევიტყვეთ, იმის მერე სახლში ვართ გამოკეტილები. 4-ში გათენდა დილა, მამაჩემი ვერ ადგა ლოგინიდან. მოდი მეთქი, ტაქსით წავიყვან, ფილტვებზე გადავუღო, რამე არ მოუვიდეს კაცს-მეთქი. ქუჩის ხალხი დამეხმარა, გამვლელები, ტაქსშიც ხომ გადაედო. მე ამ დროს ხომ არ ვიცოდი, რომ კორონა სჭირს. ამ დროს მომადგა სასწრაფო. მეც მქონია თურმე მაგ დროს კორონავირუსი, მე წამოვედი და 2 ტაქსი გამოვიცვალე. ისინიც ხომ დაავადნენ?! პირბადის გარეშე  დავდიოდი მთელი ქალაქი. ფული გადავუხადე, ის ფულიც ხომ მიიტანა იმ კაცმა სახლში კორონავირუსიანი?! თორემ, ჩემი შვილი და მე ვისხედით სახლში,”- აცხადებს დაინფიცირებული ქალი.