ავარიული შენობის დემონტაჟისას ნანგრევებში 3 მუშა მოყვა

თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ავარიული შენობის დემონტაჟის დროს, ნანგრევებში სამი მუშა მოყვა.

სამივე მუშა კლინიკაშია გადაყვანილი. მათივე ინფორმაციით, სამივე მათგანი კონტაქტურია – აცხადებენ  საგანგებო სიტუაციების სამსახურში.