დრო იხელთეს – საზღვაო “წვრთნები” ნატოს კორონავირუსიანი მეზღვაურებით

უკვე მთელი მსოფლიო მოიარა ცნობამ, რომ კორონავირუსმა თუ ვინმე დასცა ბეჭებზე, ესაა არა რომელიმე სახელმწიფო, არამედ ამერიკული სამხედრო ფლოტი. ორი ავიამზიდი – “თეოდორ რუზველტი” და “რონალდ რეიგანი”, რომლებზეც ათასობით სამხედრო მსახურობს, სავსეა “კოვიდ-19”-ით დაავადებული მეზღვაურებით. ამის შესახებ, ჩვენ უკვე არაერთხელ ვიუწყებოდით (მაგალითისთვის იხ. აქ.).

შავ ზღვაში შემოვიდნენ ნატოს გემები, რომლებზეც, სავარაუდოდ, ასევე არიან სახიფათო ვირუსის მატარებლები, მაგრამ საქართველოს მთავრობა და ე. წ. ოპოზიცია, რომლებიც ქართველ ხალხთან დიდი ბრექით არიან და თავს გვამადლიან – არიქა, გაზზე მარტის თვის გადასახადი გაგიუქმეთ და ევროპიდან გამორეკილი ემიგრანტები შინ გადმოვაფრინეთო, ნატო-ამერიკასთან თითმოკაკულები დგანან ორივე ფეხის წვერზე.

მართალია, ნატოს სამხედრო გემებს შორის ამერიკული ეგზემპლიარები არ არის, მაგრამ ევროპის კორონავირუსის ცენტრიდან – იტალიიდან, ჩვენს სანაპიროსთან ამაყად დადგება ITS VIRGINIO FASAN. იტალიელების გარდა, არიან კანადელები  (HMCS FREDERICTO),  რუმინელები (ROS REGINA MARIA) და ბულგარელები (BGS VERNI). ნატოს გემები 10 აპრილამდე დარჩებიან და კორონავირუსის გადადების საფრთხის ქვეშ ჩააგდებენ ქართველ კოლეგებს.

აი თურმე რატომ აალაპარაკეს სხვანაირად ჩვენი ექიმები და ივლისამდე და სექტემბრამდეც კი გადაადებინეს “პანდემია” – როგორც ჩანს, თავს იზღვევენ ამ ერთობლივი მანევრების ფარგლებში შესაძლო ეპიდემიის გამო! ხომ წარმოგიდგენიათ, დასავლელ “პარტნიორებს” გემზე სიცხის გაზომვასაც ვერ გაუბედავენ ჩვენთან გამბედავი ქართველი ჩინოვნიკები! ყველაფერი ახია ჩვენზე – “დარჩი სახლში”!