როგორც აღიარებულია, ვირუსები არ სცნობენ სახელმწიფო საზღვრებს, მათ ვერც სანქციებით შეაკავებს ვინმე, მაგრამ სანქციებდადებულ ქვეყნებს შედარებით უჭირთ კორონავირუსთან ბრძოლა.
ამიტომაც, 24 მარტს, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა მოუწოდა G20-ის ლიდერებს, გააუქმონ სანქციები, რომლებიც სახელმწიფოებს ხელს უშლის პანდემიასთან ბრძოლაში და აღნიშნა, რომ ეს სანქციები აბრკოლებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.
თუმცა, ევრობიუროკრატები იმ ქვეყნებისთვის სანქციების გაუქმებას ეწინააღმდეგებიან, რომელი ქვეყნებიც მათთვის მიუღებელია – პირველ რიგში, საუბარია ვენესუელაზე, სირიასა და ირანზე.
6 აპრილს ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ხოსე ბორელმა განაცხადა, რომ სანქციები ვენესუელის, სირიის და ირანის მიმართ ხელს არ უშლის ჰუმანიტარულ დახმარებას კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში.
ირაკლი ჯანყარაშვილი