ჯორჯ სოროსმა ოჯახის ინსტიტუტის გაუქმების იდეა გააცოცხლა – მოკავშირედ “კორონა” მიაჩნია

ყველასათვის კარგად ცნობილი ჯორჯ სოროსი ცდილობს, საყოველთაო კორონაფსიქოზის საშუალებით, თავისი ავადმყოფური მისწრაფებები სისრულეში მოიყვანოს. ერთ-ერთ ასეთ ძირეულ მისწრაფებას წარმოადგენს ოჯახის, როგორც სოციალური ინსტიტუტის, გაუქმების მოთხოვნა.

ამა წლის 24 მარტს სოროსის კუთვნილი “ღია საზოგადოების” ვებგვერდზე გამოქვეყნდა ფემინისტი სუბიექტის, ვინმე სოფი ლიუისის სტატია, რომელიც, რა თქმა უნდა, “ღია საზოგადოებას” შემთხვევით არ გამოუქვეყნებია, რომ არა თავისი ბატონ-პატრონის ბოროტი ნება და განწყობა.

“ქალბატონი” სოფი მიმოიხილავს კორონავირუსის პანდემიის გამო სახლებში ჩაკეტილი ადამიანების პრობლემებს. ავტორი სამართლიანად აღნიშნავს, რომ ბევრ ადამიანს სახლი საერთოდ არ გააჩნია, არიან უსახლკაროები, მაგრამ ასევე ბანაკებში გამოკეტილი ლტოლვილები, ციხეებში – პატიმრები, კლინიკებში – სხვადასხვა დაავადებების მქონე პაციენტები და სხვა კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც უბრალოდ ვერ განახორციელებენ მოწოდებას “დარჩი სახლში”. ავტორი ასევე მიუთითებს, რომ ჩინეთში გამოცხადებული კარანტინის შედეგად, ოჯახური ძალადობის ფაქტები სამჯერ გაიზარდა – სახლში ჩაკეტვის გამო.

აი აქ იწყება ავტორის თითქოს ნორმალური მსჯელობიდან – შეშლილობისკენ გადახვევა. ფემინისტი ავტორი იმოწმებს სხვა ფემინისტ ავტორს – მადლენ ლეინ მაკ-კინლის, რომლისთვისაც ყველაფერი ის, რაც ჩვენთვის წარმოუდგენელია, ნორმას წარმოადგენს – ოჯახი, როგორც ასეთი, უნდა “გაუქმდეს”. არგუმენტაცია ოჯახის საწინააღმდეგოდ მარტივია – ოჯახებში არსებობენ ე. წ. მოწყვლადი ჯგუფები ადამიანებისა, ოჯახებში ქალი უვლის ბავშვებს, ალაგებს ბინას, ამზადებს საკვებს და ა. შ.  კორონავირუსის კრიზისის ფონზე, ქალის შრომა ოჯახში მომატებულია. გარდა ამისა, ოჯახებში თურმე ცუდად ეპყრობიან ბავშვებს – ციტატა: “ახლო პარტნიორები სასტიკად ეპყრობიან ბავშვებს, რომლებიც განიცდიან მათი მხრიდან გარყვნას, ძალადობას/გაუპატიურებას, ფსიქოლოგიურ წამებას და სხვა” (“child abuse, molestation, intimate partner rape, psychological torture, and more”)… ეს ყველაფერი, თურმე, ოჯახებში ხდება! ასე ფიქრობს სოროსი და თავისი დამქაშების მიერ დაქირავებულ ქვედამქაშებს ალაპარაკებს ამას!

ამიტომაც წერია სტატიაში, რომ: “იმ შემთხვევებშიც კი, თუკი ფუძე-ოჯახი არ წარმოადგენს პიროვნებისთვის პირდაპირ ფიზიკურ ან ფსიქიკურ საფრთხეს, ანუ არც ცოლ-ქმრული ძალადობაა, არც ბავშვების გაუპატიურება და არც დაცინვა, კერძო ოჯახი, როგორც სოციალური რეპროდუქციის საშუალება, უბრალოდ, ლექია. მხოლოდ გენდერი ახდენს ჩვენს ბიოლოგიურ და ნაციონალურ ფორმირებას, იგი გვაყალიბებს ნაყოფიერ მუშაკებად, იგი გვაძლევს საშუალებას ვიწამოთ, რომ ჩვენ “ინდივიდუუმები” ვართ… ჩვენ უკეთესს ვიმსახურებთ, ვიდრე ოჯახია. კორონას დრო – შესანიშნავი დროა, რათა მოვახდინოთ ოჯახის გაუქმება”.

სტატია სრულად – ბმული.