“თუ ჩვენ გავითვალისწინებთო სხვა ქვეყნების გამოცდილებას, ეს არის, ძირითადად, ჩინეთი და ევროპული ქვეყნები, ამ ქვეყნებში დინამიკამ აჩვენა, რომ ძირითადად დაავადები, პიკი მიიღწევა შიდა გადაცემის დაწყებიდან 4-6 კვირის განმავლობაში, – ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პიკური მდგომარეობა საქართველოში მიიღწევა აპრილის ბოლოს.
„ჩვენს შემთხვევაში, უნდა ჩავთვალოთ, რომ მარტის ბოლო და აპრილის დასაწყისი არის შიდა გადაცემის დაწყების ეტაპი, ხოლო პიკური მდგომარეობა მიიღწევა თვის ბოლოს. მერე, ტრადიციულად, რასაც ვუყურებთ ევროპულ ქვეყნებს და აშშ-ს, პიკის მიღწევის შემდეგ, 3-4 კვირა ინფექცია ვრცელდება და მერე იწყება შედარებით კლება“ – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.