კინორეჟისირი გიორგი ხაინდრავა, ეკლესიის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს, ეკლესიაზე შეტევად აფასებს, ამ თემაზე მან განცხადება “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა:
„ეს არ არის პირველი მცდელობა ეკლესიაზე შეტევის. დიახ, ის, რაც ხდება ეკლესიასთან დაკავშირებით, არის ეკლესიაზე შეტევა. ამ ყველა მოწოდებას ეკლესიის საწინააღმდეგოდ, აქვს მიუწვდომელი მიზანი. მე ვნახე, როგორი მოწესრიგებულია მრევლი საქართველოში. წარმოუდგენელია, ადამიანი ზიარებით დაინფიცირდეს. ზიარება არის საკურნებელი, წამალი, როგორ შეიძლება წამალმა მოგწამლოს.
ადამიანები ტაძარში უნდა მივიდნენ. აღდგომას მრევლს ტაძარში მისვლას ვერ აუკრძალავ. როგორ ფიქრობთ, კორონავირუსის გამო მრევლი უარს იტყვის რწმენაზე? აბო ტფილელი გაიხსენეთ, რამდენი აწამეს და რწმენაზე უარი ვერ ათქმევინეს. მორწმუნე ადამიანს ვირუსი შეაშინებს? მორწმუნე ადამიანს ქრისტეს სიყვარულზე უარს ვერავინ ათქმევინებს“ – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ.
წყარო: “მედიაცენტრი მთავარი” http://mcm.ge/%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%93%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%A1-%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A8/