“ჩვენი ეკლესია ისე მოიქცა, როგორც დედა იქცევა. როგორ, შენი შვილი მოდის და გეუბნება: დედა, ავადა ვარ. შენ კი ეუბნები: არა, არა, არ მომეკარო შვილო, არ გადამდო…
ასე იქცევა ნამდვილი დედა? ნამდვილი დედა ეხვევა თავის შვილს, ყველა რომ მიატოვებს. შვილთან ერთად წევს საწოლში…
იყო შემთხვევები ჩვენს ისტორიაში, შავი ჭირი რომ ემართებოდათ, ან ქოლერა, დედა შვილთან ერთად გადიოდა და სხვა სახლში ცხოვრობდა, არ ტოვებდა შვილს… ეს არის დედა-შვილობა და ასე მოექცა საქართველოს ეკლესია თავის შვილებს. სხვანაირად ჩვენი ეკლესია ვერ მოიქცევა, იმიტომ, რომ ეკლესია დედაა ქართველი ერისა და ჩვენ შვილები ვართ ეკლესიისა…”
– წერს დეკანოზი დავით ქვლივიძე სოციალურ ქსელში.