ყველა ლიბერალი, დაწყებული “ეროვნული მოძრაობიდან”, გაგრძელებული ნეოკომუნისტური ნომენკლატურითა და მიშისტური ხელისუფლებით, პატრიოტული ლოზუნგებით შენიღბულნი, ლანძღავდნენ და ლანძღავენ თანამედროვე საქართველოს ერთადერთ უალტერნატივო სულიერ ლიდერს – ილია მეორეს.
ლიბერალ-ფაშისტებისთვის სამარცხვინო დღის (მათ რომ სირცხვილი ჰქონდეთ) მორიგ იუბილეზე – 9 აპრილს, როდესაც 31 წლის წინ მათ არ გაითვალისწინეს პატრიარქის შეგონება, სალოცავად გადასულიყვნენ ქაშვეთის ტაძრის ეზოში, თავად კი, როცა პატრიარქის გაფრთხილება ახდა და მიტინგის დარბევა დაიწყო, მოკურცხლეს და ორსული ქალები ჭყლეტაში მოაყოლეს, ლევან ბერძენიშვილი თავს უფლებას აძლევს, ცილი დასწამოს მის უწმინდესობას, ილია მეორეს. თავად არაერთხელ მხილებული საბჭოთა უშიშროების – “კაგებეს” მსტოვრობაში და დამსმენობაში, იგი პატრიარქს აბრალებს “აგენტობას”:
„მოგვიწოდა, დავიშალოთ და ვილოცოთო. პატრიარქი განათლებული ადამიანია, ჩახედული, მაღალი რანგის ინტელექტუალია ნამდვილად. მან ძალიან მშვენივრად იცოდა, სად იყო მოსული. მისი ავტორიტეტი მაგ მომენტში არ იყო ისეთი მაღალი, როგორც გასულ, ბოლო წლებში. მან თქვა – ვიცი მოვლენ და ცუდი ამბები მოხდებაო. მაშინ შეურაცხყოფა მიაყენეს იმით, რომ ირაკლი წერეთელმა მიკროფონი გამოსტაცა და თავად დაიწყო „მამაო ჩვენო“-ს წაკითხვა. ამის მერე პატრიარქი წავიდა. მე ჩავთვალე, რომ მან უბრალოდ გვიღალატა. პატრიარქი რომ ხარ, დადექი ხალხთან ერთად და იდექი ბოლომდე! პატრიარქი გაიქცა. მისი ადგილი იქ არც იყო, რადგან ის არ გულშემატკივრობდა საქართველოს დამოუკიდებლობას. ზვიადმა გამოუქვეყნა მასალა, რომ იგი იყო უშიშროების აგენტი და პატრიარქმა სინოდზეც აღიარა, რომ – დიახ, ვიყავი, იმიტომ რომ ეკლესიას ასე სჭირდებოდაო.
იმ მომენტში, როცა შენი ხალხი დგას და მოდის უცხო, რომელმაც ესენი უნდა დახოცოს, იქიდან წასვლა, როგორ შეიძლებოდა. ეგ რომ გარბოდა, ხალხი პირიქით, აქციაზე მორბოდა“ – ასეთი გესლი გადმოანთხია ხელმოცარულმა “პოლიტიკოსმა” ნარკომან იაგო ხვიჩიასთან “ინტელექტუალურ ბაასში”. იხ. გულისამრევი ვიდეოც: