რუსეთში სისხლის პლაზმის საშუალებით კორონავირუსის მკურნალობის ნებართვა გაიცა

ცნობილი ხდება, რომ მოსკოვში შექმნილი “კლინიკური კომიტეტის” მიერ, სადაც გაერთიანდნენ კორონავირუსული სტაციონარების მთავარი ექიმები, მიღებულ იქნა კონკრეტული გადაწყვეტილება, ვირუსის მკურნალობასთან დაკავშირებით.

კერძოდ, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლისგან მიღებული პლაზმა ნებადართულია სხვა პაციენტების სამკურნალოდ.

COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულმა 11-მა მოსკოველმა პაციენტმა უკვე გაიღო დონორული სისხლი ვირუსთან ბრძოლის მიზნით.