“ფოთის პორტში NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ოთხი ხომალდი შემოვიდა, იტალიის, კანადის, რუმინეთის, ბულგარეთის. მალე დაემატება თურქეთის ხომალდიც და ერთობლივი წვრთნები ჩატარდება.
ამ სახელმწიფოთა ხელმძღვანელებს (საქართველოს ჩათვლით) ჭკუის ნატამალი გააჩნიათ?
თქვე მართლა იდიოტებო, რაღაცა ვირუსი შემოვარდა (თუ შემოაგდეთ) და ერთი თვის თავზე კუბოების თვლას ვეღარ აუდიხართ მთელ მსოფლიოში. რას დაათრევთ მაგ გემებს წინ და უკან, ვის ემუქრებით, ვის აშინებთ, ან რა დროს მაგ ჯართის ტარებაა ზემოთ-ქვემოთ, ერთ სინჯარას მოხსნიან თავს რომელიმე სამხედრო-ბიოლოგიურ ლაბორატორიაში და შვიდი მილიარდიდან შვიდი კაკალი არ დარჩება ამ ცოდვით სავსე პლანეტაზე.
ეს საქართველო მთლად საბრიყვეთად იქცა. იმ დიდ სახელმწიფოებს ეკონომიკა სამხედრო სამრეწველო კომპლექსზე აქვთ მიბმული და მაგ სიბინძურეში უზარმაზარ ფულს მაინც ატრიალებენ. ქართველებს კიდევ, კუმ ფეხი გამოყოო, აგიკვიატებიათ, გინდა თუ არა, ნატო-ს წევრი უნდა გავხდეთო. ეპიდემიის დროს ცხვირზე მისაფარებელი ჭინჭი არა გაგაჩნიათ და სამხედრო ალიანსებში ეტენებით, არ გრცხვენიათ?!
ამ გაქანებული მსოფლიო პანდემიის დროს, მართლა გიჟები თუ არ ხართ, რა დროს სამხედრო წვრთნებია?
კომენდანტის საათი გაქვთ გამოცხადებული, სახლიდან ცხვირს ვინც გამოჰყოფს, სამი ათას ლარიანი ჯარიმებით დასდევთ კუდში და სასიკვდილო ვირუსით ყველაზე მეტად დასნებოვანებული იტალიის გემსა და სამხედროებს ქვეყანაში ეპატიჟებით?
ვაი, თქვენს პატრონს! ”
– წერს ცნობილი ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე.