კოღოს ნაკბენით გადადის თუ არა კორონავირუსი

პათოგენი კოღოები ყოველწლიურად ნახევარ მილიონამდე ადამიანის სიკვდილს იწვევენ, ხოლო მსოფლიოში ასობით მილიონამდე მძიმე ავადმყოფობის შემთხვევა ფიქსირდება.

ვინაიდან კოღოები მრავალი სხვადასხვა ბაქტერიების და ვირუსული დაავადების გადამტანები არიან, მსოფლიოში პანდემიის პირობებში არაერთ უცხოურ გამოცემაში განიხილება, რამდენად არის შესაძლებელი კოღოს ნაკბენით გავრცელდეს ახალი კორონავირუსი.

ექიმი პარაზიტოლოგი, ირმა კოკაია „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ SARS-ის, MERS-ის არცერთი კორონავირუსის ამ ტიპის ჯგუფის ვირუსები მწერების ნაკბენით არ გადადის.

„არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება, რომ ახალი კორონავირუსი ან მისი ჯგუფის ვირუსები კოღოს ნაკბენით გავრცელდეს. კოღოს ძალიან ბევრი დაავადება გადააქვს და არა მარტო კოღოს, ტკიპებსაც, მათ შორის ვირუსული ან დაბაქტერიული დაავადებები. თუმცა არა ეს დაავადება, არა კორონავირუსი, რადგან ეს არის რესპირატორული ტიპის ვირუსი, ამ შემთხვევაში გადაცემის მექანიზმი არის წვეთები, რომელსაც ადამიანი ავრცელებს ხველების ან ცემინების დროს. ის ვირუსები ან სხვა ინფექციური აგენტები, რომლებიც კოღოს ან სხვა მწერებს გადააქვთ იქ აბსოლუტურად სხვა ციკლი გადაცემის მექანიზმია და არაფერ შუაში არ არის ამ კონკრეტულ ვირუსთან. SARS-ის, MERS-ის არც ერთი კორონავირუსის ამ ტიპის ჯგუფის ვირუსები მწერების ნაკბენით არ გადადის“, – ამბობს ირინა კოკაია.