საქართველოში კორონავირუსით 227 დაინფიცირებული პაციენტია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 227 შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4829 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 410 პირი.

ინფორმაციისთვის, 227 ადამიანიდან 52 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.