#ჩაკვდისახლში: თბილისელებს ხვალიდან იპოდრომსაც უკეტავენ

დღეს ჩვენი კორესპონდენტი იმყოფებოდა თბილისის ძველ იპოდრომზე, საბურთალოზე, სადაც პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ.

მოქალაქეები დისტანციის დაცვით, ერთმანეთისგან 4-5 მეტრის დაშორებით, ფეხით სეირნობენ და შინაურ ცხოველებს ასეირნებენ იპოდრომზე. მოგეხსენებათ, ტერიტორია დიდია, ღია სივრცეა და არანაირი საფრთხე ვირუსის გავრცელებისა, განსხვავებით ლისის და კუს ტბების ვიწრო ბილიკებისგან, იპოდრომზე არ არსებობს.

მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ცდილობს, ბოლომდე დათრგუნოს მოქალაქეები. იპოდრომი ერთადერთი ადგილია კორპუსებად ქცეულ საბურთალოზე, სადაც შეიძლება სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა – ვიმეორებთ, დისტანციის და სიფრთხილის ყველა ზომის დაცვით.

პოლიციის თანამშრომლებმა გაფრთხილება მისცეს იპოდრომზე მყოფ მოქალაქეებს, რომ ხვალიდან, 12 აპრილიდან, ტერიტორიაზე შესვლა აკრძალული იქნება. თბილისელებმა პოლიციელების მიმართ სიტყვიერი პროტესტი გამოხატეს.

ოპერაცია #ჩაკვდისახლში გრძელდება…