ქობულეთის კლასტერიდან 5 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქობულეთის კლასტერიდან ლაბორატორიული კვლევა კორონავირუსზე 44 პირს ჩაუტარდა – აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 44დან 39-ს ვირუსი არ დაუდასტურდა, 5-ის ანალიზის პასუხი კი საეჭვო აღმოჩნდა და მათ განმეორებით კვლევას ჩაუტარებენ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის თქმით, 5 საეჭვო ანალიზის მქონე პაციენტებს შორის არის შემთხვევა, როცა ქობულეთის საავადმყოფოში პაციენტიდან პაციენტზე გადადება მოხდა, ასევე შემთხვევა, როცა ანალიზებში აღმოჩნდა ანტისხეულები, რაც იმას ნიშნავს, რომ პირს დაავადება უფრო ადრე ჰქონდა, ვიდრე დადასტურდებოდა ქობულეთის კლასტერი.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით დასკვნები დღის ბოლოს გაკეთდება.