“მეუფე ყანდური”, იგივე გრიგოლ ბერბიჭაშვილი, მრევლს აშინებს – აღდგომას ტაძარში არ მოხვიდეთო

ჩვენი ეკლესიის კიდევ ერთმა სატკივარმა, მეუფე ყანდურად ცნობილმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, გრიგოლ ბერბიჭაშვილმა აღნიშნა, რომ კომენდანტის საათის შემთხვევაში, მრევლი ვერ შეძლებს ეკლესიაში მისვლას, რის გამოც მას, მრევლის გარეშე  მოუწევს წირვის ჩატარება.

“კომენდანტის საათის შემთხვევაში, მრევლი ვერ შეძლებს მოსვლას და ჩვენ ალაბათ, მოგვიწევს წირვა მრევლის გარეშე. არავის არ ვურჩევ დაარღვიოს კანონი, რადგან მძიმე ჯარიმების გადახდა უწევთ და შეიძლება მერე, კიდევ მეტი სირთულეები დაუდგეთ წინ,” – აცხადებს მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილი.

“მეუფე ყანდურის” ეს განცხადება მის პირად სურვილს წარმოადგენს და, რა თქმა უნდა, პატრიარქთან და წმ. სინოდის წევრებთან შეუთანხმებლად, პროვოკაციის მიზნით, კეთდება!