იმედისმომცემი “ბზობა” – ხელისუფლებამ აღდგომის ღამესაც ასე უნდა იმოქმედოს

დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს, როდესაც ეკლესია ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, რასაც ხალხში “ბზობას” უწოდებენ, საიმედო სურათი გამოჩნდა.

ჩვენი კორესპონდენტი იმყოფებოდა დიდუბის ღვთისმშობლის რუსულ ტაძარში, თბილისში, წერეთლის გამზირზე, სადაც ხალხმრავლობას, ეკლესიის მსახურებთან ერთად, პოლიცია არეგულირებდა – მორწმუნე მრევლს რიგში აყენებდა და ყოველმხრივ დახმარებას აღმოუჩენდა, შფოთის და ყვირილის გარეშე.

ბზა, კარანტინის გამო, ძალიან ცოტა იყო და ორ ადგილზე იყიდებოდა ტაძრის ეზოში. მაგრამ მსურველები არ წბილდებოდნენ – რიგი კარგად იყო ორგანიზებული და ამაში პოლიციის დამსახურებაც არის, მორწმუნეთა შინაგან დისციპლინასთან ერთად.

იმედი ვიქონიოთ, რომ ამაზე ცუდად არც სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება, აღდგომის ღამეს.