პარლამენტის ექს-სპიკერი, ე. წ. “სოროსელთა გუნდის” წევრი და ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ფავორიტი “ქართულ ოცნებაში” ირაკლი კობახიძე უკმაყოფილებას ვერ მალავს ბზობის დღესასწაულზე გამოვლენილი სახალხო ორგანიზებულობით, ეკლესიის წამყვანი როლითა და სახელმწიფო ორგანოების გონივრული მოქმედებით:
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შემდგომ დღეებზე, არა მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზეა საუბარი, არამედ წინა დღეებზეც. თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება კონსულტაციები და ამ კონსულტაციების საფუძველზე უნდა ჩამოვყალიბდეთ ისეთ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება საერთო ინტერესებს და საერთო ინტერესი არის ის, რომ მაქსიმალურად მოვახერხოთ ეპიდემიის გავრცელების პრევენცია. ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი. ჩვენ ვიხილეთ გუშინ ვითარება, როდესაც არაერთ ადგილას დაირღვა საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვები, რაც არის მიუღებელი და ასეთ დროს რასაკვირველია, ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება. სადაც კონკრეტულ შემთხვევებში იქნება საგანგებო რეჟიმის დარღვევა, იქ ბუნებრივია, იქნება რეაგირება და რეაგირების ზომაც არის გაწერილი შესაბამის სამართლებრივ აქტებში. რაც შეეხება მომდევნო დღეების განმავლობაში იმას, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცესები, ამასთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები“ – განაცხადა “რუსთავი 2”-ის ეთერში “სოროსისტმა” კობახიძემ.