ამერიკის საელჩომ მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს და უშუალოდ ჩაერია საქართველოს საშინაო საქმეებში, კერძოდ, სასამართლოს მუშაობაში.
“ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას — საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის დამნაშავედ ცნობასა და მისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთას მოჰყვა.
“ქოც-კამსამოლად” წოდებული ირაკლი კობახიძე, მდინარაძე, თალაკვაძე და სხვა “სოროსელები”, ჯერ-ჯერობით, კონტრგანცხადებას არ აკეთებენ კოლონიალური ადმინისტრაციის მორიგ დემარშზე.
შეგახსენებთ, ოქრუაშვილი 2019 წლის 20 ივნისის მასობრივი არეულობების ორგანიზებაში და მონაწილეობაშია ბრალდებული.