ალექსანდრე ბეგიაშვილი: “ჩააყენეთ ეკლესიებში ჯარი და პოლიცია!”

ზოგიერთი მოქალაქე იმდენად მოექცა ლიბერალ-ფაშისტური მასმედიის ანტიეკლესიური პროპაგანდის გავლენის ქვეშ, რომ ეკლესიებში ჯარის და პოლიციის ჩაყენებას ითხოვს:

“გახარიამ, გომელაურმა და ღარიბაშვილმა აწიონ თეთრი ფითქინა [უკანალები] და დაკეტონ ეკლესიები. ჩააყენონ ჯარი და პოლიცია, სანამ გვიანი არ არის” – კატეგორიულად ითხოვს პროფესიით ექიმი ალექსანდრე ბეგიაშვილი.

მაშინ, როდესაც მთავრობა, თბილისის მერი და მთელი ხელისუფლება ამ სიგიჟის მონაწილეა, უბრალო მოქალაქისგან ასეთი მოთხოვნა გასაკვირი ალბათ აღარც არის.