ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 12 000-მდე გაიზარდა. აქედან 282 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში გამოვლინდა. გარდაცვლილია 117 ადამიანი. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საავადმყოფოში მკურნალობს 9751 ადამიანი, მათგან 181 მძიმე მდგომარეობაშია, 136 პაციენტი კი სასუნთქ აპარატზეა შეერთებული. გამოჯანმრთელდა 2,309 ადამიანი.
ისრაელი ერთ-ერთი იმ სახელმწიფოებთაგანია, რომელმაც მკაცრი კარანტინი შემოიღო, საზღვრები ჩაკეტა, მოქალაქეების გადაადგილება უკიდურესად შეზღუდა, ასევე შეზღუდა რელიგიური აქტივობები, მაგრამ ამ ზომებმა არ გაამართლა. მიზეზი მხოლოდ ერთი შეიძლება, იყოს – “კორონავირუსი 19” უკვე დიდი ხანია, გავრცელებულია ისრაელშიც ისევე, როგორც მსოფლიოს მასშტაბით.