საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების წევრი კახა მაისაია დღესდღეობით ბოსნიურ კლუბ ,,სალინესში,, ასპარეზობს. ამ პატარა ქალაქ ტუზლაში მინი-ფეხბურთი ძალიან უყვართ. გთავაზობთ კახა მაისაიას მიერ მიცემული ინტერვიუს რომელსაც ბოსნიური ავტორიტეტული სპორტული გამოცემა ,,სპორტ1,, ავრცელებს.
მეგობარი საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრებიდან სეზონის დასაწყისში შეუერთდა ,,სალინესს,,. ის როგორც კლუბის სხვა წევრები და ხელმძღვანელობა ქალაქგარეთ იზოლაციაში იმყოფებიან.
– პირველ რიგში მსურს ვთქვა რომ სიტუაცია სამყაროში არცთუ სახარბიელოა. ვიმედოვნებ, რომ პანდემია მალე დასრულდებდა და ნორმალური ცხოვრების რიტმის კალაპოტში ჩავდგები. ბოსნიაში თავს კარგად ვგრძნობ. კლუბის წევრებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ქალაქგარეთ ვცხოვრობთ, ვისვენებთ აგარაკზე და ბანქოს თამაშით ვიქცევთ თავს. – აცხადებს ქართველი ლეგიონერი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მაისაია კლუბის მთავარი მწვრთნელის სერბი სპეციალისტის პრედრაგ რაიჩის რეკომენდაციით მოხვდა ბოსნიურ ტუზლაში.
– გასულ სეზონში საქართველოში ჩემპიონის ტიტული მოვიპოვე. ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზეც ვითამაშე. შემდეგ კი პრედრაგ რაიჩი დამიკავშირდა და ბოსნიურ კლუბში მიმიწვია. მანამდე მე სერბ მწვრთნელის აზერბაიჯანულ გუნდში მითამაშია. თავს აქ როგორც სამშობლობში ისე ვგრძნობ.
ქართველ ლეგიონერს მიაჩნია, რომ წლეულს მისი კლუბი ბოსნიის ჩემპიონი გახდება. არადა ამის პერსპექტივა ნამდვილად არსებობს. მათ უშუალო მეტოქე ,,მოსტარი,, ორ შეხვედრაში დაამარცხეს.
კახა მაისაია: – გუნდის შედეგით კმაყოფილი ვარ. ჩვენ ,,მოსტარი,, უკვე ორ მატჩში დავამარცხეთ. ვიმსახურებთ ჩემპიონობას და მჯერა რომ გავხდებით. ნახევარი წელი ვცხოვრობ ბოსნიაში და აქაურობა იმდენად ლამაზია, რომ საქართველოს მაგონებს. მოსახლეობა მეგობრული და სტუმართმოყვარეა.
გამოცემაში მაისაია შემდეგნაირად აფასებს ბოსნიურ ფუტსალის ლიგას: – ადგილობრივებს ფუტსალი უყვართ. ყოველ მატჩში მაქსიმუმი უნდა გაისარჯო და სწორედ ასე ვხვდებოდი ჩემპიონატის ნებისმიერ შეხვედრას. ვფიქრობ, მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო მწვრთნელი გვყავს რაიჩის სახით. რაც შეეხება ბოსნიურ ფუტსალის პრემიერლიგას, საკმაოდ კარგი ლიგაა…
ინტერვიუს ბოლოს კი ქართველ ლეგიონერს სურს ბოსნიაში კარიერის გაგრძელება და ქალაქ ტუზლაში დარჩენა, თუმცა აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხი სერბი მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია.
ლეგიონერი აღნიშნავს: – რაც მთავარია ყველა ხედავს რომ კლუბში მთელი გულით და მონდომებით ვთამაშობ.
თარგმნა: ბექა კვიციანმა