კარლო კალაძის ბიჭი მორწმუნე საქართველოს ემუქრება და სარწმუნოების არსს ასწავლის

„გახსოვდეთ და გაითვალისწინეთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს ერთიანი საკარანტინო მოთხოვნები.

იცით, რომ არის საგანგებო მდგომარეობა, საკომენდანტო საათი და ეს ვრცელდება ყველა სივრცეში, ნებისმიერი ადგილზე, ნებისმიერ ადამიანზე და არანაირი „მაგრამ“ ამ შემთხვევაში არ განიხილება, ეს არც უნდა გახდეს მსჯელობის საგანი. ვინც დაარღვევს წესებს, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

აგრეთვე გაითვალისწინეთ, რომ 10 დღის განმავლობაში სადაც არ უნდა წახვიდეთ, მოქმედებს ის წესები, რომელიც ამოქმედდება დღეს საღამოს 21:00 საათზე და რომელზეც პრემიერ-მინისტრმა გუშინ ვრცლად ისაუბრა. ამ შაბათ-კვირასაც იგივე წესები მოქმედებს, რაც სხვა დღეებში. მე მგონი, არავის სიამოვნებს იმ ვითარებაში, იმ მდგომარეობაში ცხოვრება, რაშიც დღეს გვიწევს, რა ვითარებაშიც ცხოვრობს მთელი მსოფლიო. არ გვსიამოვნებს, რა თქმა უნდა, იმ შეზღუდვების დაწესება, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მესმის, რომ ძალიან რთულია ასე ცხოვრება, ყველას გვიჭირს, მაგრამ ყველა ხომ ძალიან კარგად ვხვდებით, რატომ არის ეს გადაწყვეტილებები მიღებული. ისევ და ისევ ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ისევ და ისევ იმიტომ, რომ დავიცვათ ერთმანეთი, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს, გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლებს, ბებია-ბაბუებს. აქ საუბარია ყველაზე ძვირფასზე, რაც კი გაგვაჩნია – ეს არის ადამიანის სიცოცხლე. ამიტომ, ყველა ვალდებულია, დარჩეს სახლში, დაიცვას კანონი. მეტიც – მგონია, რომ ჩვენი სარწმუნოებაც ამას გვასწავლის, – განაცხადა კალაძემ დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.