“ნაც-კამსამოლი”, ეკლესიასთან მებრძოლი “ნაციონალების” ერთ-ერთი თავკაცი, ნიკანორ მელია უკმაყოფილოა თავისი იდეოლოგიური ძმებით – “ქოც-კამსამოლით”, რომლებსაც ეკლესიასთან ბრძოლის ბოლომდე არმიყვანას საყვედურობს. მელიას აზრით, სახელმწიფოს ხალხი უნდა დაესაჯა ბზობის დღესასწაულის აღნიშვნისა და ბზის კურთხევის გამო:
“ასე აკურთხეს ბზა და ბზასთან ერთად ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა.
აჯარიმებენ ცოლ-ქმარს, რომელიც გვერდიგვერდ სხედან, აჯარიმებენ იმიტომ რომ არ ემორჩილებიან აკრძალვას.
როდესაც ადამიანს კანონის დარღვევისთვის სჯი, აჯარიმებ სრულიად სამართლიანად და შემდეგ, უარესი დარღვევისთვის არ აჯარიმებ ვიღაც სხვებს, ის სრულიად სამართლიანი სასჯელიც მომენტალურად უსამართლო ხდება.
რისთვის დავკეტეთ ბაზრები და რატომ დავტოვეთ ულუკმაპუროდ ამდენი ხალხი? რატომ გავაჩერეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი? იმიტომ რომ ხალხმრავლობა აგვეცილებინა თავიდან.
რატომ არ იღებს ხმას ხელისუფლება? ან ოპოზიცია (იშვიათი გამონაკლისების გარდა) რატომ არ ვიღებთ ხმას სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად?
ოპოზიციაში ვართ და ძალიან ბევრნი ხმის ამოღებას მაქსიმალურად ვერიდებით და ხელისუფლებაში რომ ვიყოთ, ალბათ კრინტსაც არ დავძრავდით.
რა ხდება, ამომრჩეველს ვეპრანჭებით? ძვირი დაგვიჯდება ეს პრანჭვა.
ვირუსი იფეთქებს და ჩვენც, ჩვენი დუმილით ხელისუფლებასთან ერთად პასუხისმგებელნი ვიქნებით.
ჩვენ, ჩვენი დუმილით თანამონაწილე ვართ ხელისუფლების მიერ ორმაგი სტანდარტის დამკვიდრების.
საზოგადოებისთვის ერთ გარკვეულ ნაწილთან ასე უშნოდ გაპრანჭვა, ძალიან ძვირი დაგვიჯდება საზოგადოების დანარჩენ ნაწილთანაც და თვითონ იმ ნაწილთანაც, რომელსაც ვეპრანჭებით, რადგან ამომრჩეველი გაიზარდა და კარგად ხვდება, სად მთავრდება გულწრფელობა და სად იწყება პოპულიზმი” – წერს მელია საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე”.
როგორც ამ ნაწერიდან ჩანს, ნიკანორ მელია და “ქოცნება” აბსოლუტურად ერთ იდეოლოგიურ პლატფორმაზე დგანან, იზიარებენ ერთმანეთის ანტიეკლესიურ კურსს, აკვიატებული აქვთ, რომ აღდგომა დღეს ხალხის მისვლა ტაძრებში უბედურებას გამოიწვევს და ა. შ., ოღონდ ერთი სასაყვედურო აქვს მელიას – “ქოცნება” არ არის საკმარისად მკაცრი ქართველი ხალხის მიმართ. “ელიტა”, პოლიტიკური კლასი ცალკე განიხილება მელიას მიერ, ხალხი, ეკლესია, ერი კი – ცალკე. მელიას სურვილია, “ელიტამ” შეთანხმებულად იმოქმედოს ერის დასაჩაგრად და გასაბითურებლად.
“ნაცი”-“ქოცი” – განსხვავება მხოლოდ ეს არის!