ბელარუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დიდი ეკლესიურობით არ გამოირჩევა, აშკარაა, რომ იგი ღრმად რელიგიური არ არის, მაგრამ შინაგანი კავშირი აქვს ქრისტიანობასთან და თავს ქრისტიანად მიიჩნევს.
“მე ხშირად არ დავდივარ ეკლესიაში, მაგრამ ყოველთვის მივდივარ საშობაოდ და სააღდგომოდ. ამჯერადაც ასე იქნება, მე ძალიან მომწონს სანთლის დანთების ტრადიცია. არავითარ აკრძალვებს ჩვენ არ განვახორციელებთ, როგორც სხვა კონფესიების, ისე მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. ერთადერთი მოთხოვნა მაქვს, რომ სასულიერო პირებმა ხალხი ტაძრებში დიდხანს არ გააჩერონ, ქადაგება და ტრაპეზის კურთხევა მაგიდებზე მოხდეს ღია სივრცეში, ეზოებში” – განაცხადა ლუკაშენკომ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან თათბირზე.