მეუფე დიმიტრი! ღამე თუ ვილოცებთ, სახლებიდან, პატრიარქთან ერთად, დილის 7 საათზე “ბისსზე” გამოგყავს ხალხი? 07-00-ზე კორონა დაღლილი იქნება და არავის გადაედება?
თუ სანთლები გაქვს გასაყიდი და “ეკლესიის კლასტერი” გასაზრდელი?…
სასაფლაოზე არ გახვიდეთო დღისითო, ეკლესიაში მოდითო და იქ დაინფიცირდითო… ეგ სადაური წესია?…
ისე, მეუფე დიმიტრი, შენი მონაწილეობა ციანიდის საქმეში რით დამთავრდა?…
ჩემს მეგობრებს, ბათუმის ეპარქიის მრევლს მინდა ვკითხო:
თუ შევთანხმდით და არ ვკეტავთ ტაძრებს, მაგრამ არც ჩვენ მივდივართ, სახლებში ვლოცულობთ… დილის 7 საათზე რა ხდება?… და რატომ მიხვალთ?.. თუ მიხვალთ, რა თქმა უნდა…
გთხოვთ, კომენდანტის საათი და კანონი არ გვინდა. პატრიარქმა თქვა, რომ 21-00 საათზე მოდით და დილის 6 საათამდე დარჩით ტაძარშიო.
წყარო: ხათუნა ხოფერიას ფეისბუკ-გვერდი