პუტინი საწარმოების დახმარებას აძლიერებს და სამუშაო ადგილებს ინარჩუნებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ინიციატივა წამოაყენა, ხარისხობრივად გაძლიერდეს დაზარალებული მცირე და საშუალო კომპანიების დახმარება. მთავარი მიზანია – სამუშაო ადგილების გადარჩენა კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური აქტიურობის შეზღუდვის ფონზე.

კერძოდ, პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, აღნიშნული კატეგორიის საწარმოებს მიეცეთ ფულადი დახმარება, საიდანაც უხელფასო შვებულებაში გაშვებულ თანამშრომლებს აპრილისა და მაისის გაყინული ხელფასები დაუფინანსდებათ.

იმისათვის, რომ საწარმომ, კომპანიამ, ასეთი უანგარო ფულადი დახმარება მიიღოს სახელმწიფოსაგან, სამუშაო ადგილების, სულ მცირე, 90% უნდა შეინარჩუნოს 1-ლი აპრილის მდგომარეობასთან მიმართებით. მაშინ იგი სახელმწიფოსაგან მიიღებს დაფინანსებას, თავისი მოცულობისა და თანამშრომლების რაოდენობის გათვალისწინებით. თითო თანამშრომელზე გათვალისწინებულია რუსეთში კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასი 12300 რუბლის (160$-ზე მეტი) ოდენობით/1 თვეზე გათვლით.

ვლადიმირ პუტინს მიაჩნია, რომ დაზარალებული სფეროების სია უნდა გაფართოვდეს. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივი კვების, ტურიზმის, სასტუმროების, მასობრივი მოხმარების საშუალებებით ვაჭრობის სფეროებში მომუშავე მცირე და საშუალო კომპანიებზე.

რუსეთი ამ ყველაფერს საკუთარი რესურსებით დააფინანსებს. გარდა ამისა, “ვნეშეკონომბანკის” ხაზით, ბიზნესი უპროცენტო კრედიტებს მიიღებს.