ბათუმში, სასტუმრო “სპუტნიკში”, კარანტინში არიან მოთავსებულნი უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც დღეს, როგორც ჩანს, სერიოზული პრობლემა შეექმნათ:
როგორც ჩვენს კორესპონდენტს კარანტინში მოთავსებულმა ერთ-ერთმა მოქალაქემ აცნობა, საკვების მიღების შემდეგ იგი ცუდად გახდა, ჰქონდა გულისრევა და დილით ახალ გაღვიძებულს, ისევ ძილი მოერია. მისმა არასწულწლოვანმა ბავშვმა საჭმელზე უარი თქვა და ამიტომ არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება.
იგივე პიროვნება გვაცნობებს, რომ სასტუმროსთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები და კარანტინში მოთავსებული მოქალაქეების ნაწილი სადღაც გადაჰყავთ. როგორც ჩანს, თავი მათაც ცუდად იგრძნეს საკვების მიღების შემდეგ ისევე, როგორც ჩვენთან კავშირზე გამოსულმა მოქალაქემ.
აღსანიშნავია, რომ სასტუმრო “სპუტნიკს” წყალი არარეგულარულად მიეწოდება და მისი ბინადრებისთვის წყალი ცალკე ჭურჭლით შემოაქვთ.
აღსანიშნავია ასევე, რომ “სპუტნიკში” გუშინ გაითიშა საკაბელო/სატელიტური ტელევიზიაც და ადამიანები ნაწილობრივ ინფორმაციულ ვაკუუმში აღმოჩნდნენ.