გახარიამ ტაძრად დგომის ძველი სურათი გამოაქვეყნა და ისე მოგვილოცა აღდგომა

საქართველოს პრემიერმინისტრი გ. გახარია, რომელმაც ხალხი სახლში გამოკეტა და აღდგომის დღესასწაულზე ტაძრებში მისვლა მაქსიმალურად შეუზღუდა, იმავე ხალხს აღდგომის დღესასწაულს “ფეისბუკის” საშუალებით ულოცავს.

სურათი, რომელიც ზემოთ არის წარმოდგენილი, გ. გახარიამ მოლოცვას თან დაურთო. სურათზე ასახულია პრემიერმინისტრი თავის ოჯახთან ერთად, 2019 წლის აღდგომაზე, ზემო თეკლათის ტაძარში.

“აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ!
თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ეს ყველაზე დიდი დღესასწაულია. ჩვენ, ქართველებს აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია გვაქვს. სამწუხაროდ, წლევანდელი აღდგომის აღნიშვნა განსხვავებულად გვიწევს, თუმცა, თითოეულ ჩვენგანში დღეს კიდევ უფრო ძლიერია რწმენა და იმედი, რომ ამ განსაცდელს მალე სიხარული მოჰყვება.
დარჩი სახლში! და ერთმანეთზე ზრუნვით ვიზეიმოთ სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვება.
ქრისტე აღდგა!” – ნათქვამია გ. გახარიას “მოლოცვაში”.