ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), მისთვის ჩვეული ქრისტიანული პრინციპულობითა და იმავდროულად, ტაქტის დაცვით, გამოთქვამს სათქმელს. მეუფე იმედოვნებს, რომ სახელმწიფო შეწყვეტს ეკლესიის შეზღუდვას:
“რაღაც შეზღუდვა დააწესა ხელისუფლებამ ზრუნვის გამო, რომ ჩვენ რამე არ დაგვემართოს. ორშაბათს მკაცრი რეგულაციები დააწესა და თქვა, რომ 21-მდე იქნება. 21 სამშაბათია. ასე რომ სამშაბათს ჩვენ დიდ პანაშვიდს გადავიხდით ტაძარში, მოვიხსენიებთ ჩვენს წინაპრებს. რაც შეეხება საფლავებზე გასვლას – საფლავთა კურთხევა ხდება კვირაცხოვლობის სამშაბათს (ანუ 28 აპრილს – “ნიუსფრონტის” შენიშვნა). მივულოცავთ ჩვენს მიცვალებულებს ქრისტეს აღდგომას და იმ დღეს, მე მგონი, ხელისუფლება ხელს აღარ შეგვიშლის, რომ საფლავებზე გავიდეთ,” – განაცხადა დღეს მეუფე იოანემ.