გერმანული Spiegel-online იუწყება, რომ ისლანდიაში 13 ათას პირს ჩაუტარდა კვლევა კორონავირუსით დაავადების თაობაზე – სიმპტომებისგან დამოუკიდებლად.
კვლევის მიზანი იყო, გამოევლინათ უსიმპტომოდ დავირუსებულები ანუ კოვიდ-19-ის მატარებლები, რომლებიც კორონავირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს არ უჩივიან.
13 ათასი ადამიანიდან, რომელიც თავს კარგად გრძნობდა, კორონავირუსი აღმოაჩნდა 0,8%-ს. აღსანიშნავია, რომ მათ შორის არც ერთი 10 წლის ასაკამდე ბავშვი არ აღმოჩნდა ინფიცირებული.
ჯერ კიდევ დაუდგენელია, რამდენად გადამდებნი არიან კოვიდ19-ის უსიმპტომო მატარებლები, ამის თაობაზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციებია.