„სიცილის მეფე“ იპოლიტე ხვიჩია: „ლუბა, გაპუტე ვერიჩკა და შეწვი!“

„სიცილი, ეს მალამოა… ამშვიდებს ნერვებს, სხეულის თითოეულ ნაწილს მაგიური ძალით იპყრობს და კარგი განწყობით თავის ნებაზე წარმართავს.

სიცილი, ადამიანს შვებას ჰგვრის, უხსნის დაღლილობას და რაც მთავარია, დიდ სიამოვნებას ანიჭებს, კარგი, ჯანსაღი სიცილი მკურნალობის ტოლფასია“… – იპოლიტე ხვიჩია.

„სიცილის მეფედ“ წოდებულ, განუმეორებელ მსახიობ იპოლიტე ხვიჩიას 110 წლის იქნებოდა… ქართველი არტისტი, თავისი უბადლო ნიჭით ატყვევებდა მაყურებელს და სიცოცხლის ხალისს უბრუნებდა.

1910 წლის 31 დეკემბერს, საშინელ თოვასა და ყინვაში, იმ დროს, როცა წუთი-წუთზე ახალი წელი უნდა შემობრძანებულიყო, ხონთან ახლოს, სულ რაღაც სამ კილომეტრში, სოფელ კონტუათში, ალექსანდრე ყვინჩიას სახლში გაჩნდა მეექვსე შვილი, ვაჟი – ქართული თეატრისა და კინოს მომავალი კომიკოსი იპოლიტე ყვინჩია.

სიცილის მეფე – დღეს იპოლიტე ხვიჩიას 109-ე დაბადების დღეა – nostal.ge

გავა დრო და მისი გვარი ჟღერადობას შეიცვლის. ხონის, მერე კი ტყიბულის თეატრის შემდეგ, იპოლიტე, ქუთაისში მიდის.

ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში დოდო ანთაძე დახვდება. მას უკვე გაგონილი აქვს, იპოლიტეს ნიჭის შესახებ და ინტერესით ელოდება ახალ მსახიობს.

– მე იპოლიტე ვარ, ყვინჩია! – წარუდგა რეჟისორს იპოლიტე.

– ააა, ყვინჩია, არა? ყურს ცუდად ხვდება “ყ” და რა მოხდება, “ხ”-თი რომ შევცვალოთ, – შეთავაზა ანთაძემ.

– არც არაფერი, – მიუგო მსახიობმა, – ორივე ერთი ოხერია.

ასე გახდა ყვინჩია ხვიჩია და სულ მალე, ქუთაისის თეატრის სალაროსთან, რიგები დადგა იმ სპექტაკლებზე დასასწრებად, რომელშიც ის თამაშობდა.

მას ყველა უბადლო კომიკოსს უწოდებდა, თავად იპოლიტე კი ამბობდა: – მე, ტრაგედიისთვის დაბადებული კაცი, კომედიაში ვიღუპებიო.

არადა, ყველა აღიარებდა, რომ ის უდიდესი კომიკოსი და სიცილის დიდოსტატი იყო.

“ბატონი იპოლიტე მოვლენა იყო, როგორც მსახიობი და განსაკუთრებით კი, როგორც მსახიობი-კომიკოსი. მისი მადლი, ქართულ კინოში ძალიან დიდია. ეს მთელი ეტაპია ქართული კინოსი” – ამბობდა რეჟისორი რეზო ჩხეიძე, დიდი ქართველი კომიკოსი მსახიობის კინოშემოქმედებაზე.

img-20480-1327066690

კანის კინოფესტივალზე, როცა „ბურთი და მოედანი” აჩვენეს, რეზო ჩხეიძის გვერდით, მჯდარა დიდი ჟან გაბენი. რამდენიმე წუთის შემდეგ, აღფრთოვანებულმა გაბენმა, ჩხეიძეს გადაულაპარაკა – ეს რა გენიოსი გყოლიათო.

ის მართლაც გენიოსი იყო, რომელსაც შეეძლო, მაყურებლის ჰომერული ხარხარი გამოეწვია.

სიდედრის საცვლებში შესრულებული როლი და ლექსი ერთგულ მაყურებელს - დღეს იპოლიტე ხვიჩიას დაბადების დღეა - ქართული კვირა

იპოლიტეს განუყოფელი ნაწილი, მისი მეორე ნახევარი მსახიობი ლუბა ქარქაშაძე (მერჯანიძე) გახლდათ. მათ ერთმანეთი ქუთაისის თეატრში გაიცნეს.

ლუბას მაშინ, ქმარიც ჰყავდა და ქალიშვილიც, მაგრამ მათ შორის ისეთი გრძნობა გაჩნდა, რომელიც ადამიანს, მოვალეობის ჩარჩოსგან ათავისუფლებს.

ლუბა და იპოლიტე შეუღლდნენ. იპოლიტემ ისე შეიყვარა ლუბას შვილი, ნუნუ, როგორც საკუთარი. ლუბამ სამსახიობო კარიერას თავი დაანება და იპოლიტეს მიუძღვნა მთელი სიცოცხლე.

რომელ ცნობილ ისტორიკოსზე დაიწერა ჯვარი საიდუმლოდ, იპოლიტე ხვიჩიას ქალიშვილმა?

ისინი, ყველგან ერთად იყვნენ. დედისერთა ნუნუმ, ხუთი შვილი გააჩინა. იპოლიტეს მათზე მზე და მთვარე ამოსდიოდა. ყოველი ფილმის გადაღებისას, მთელი ოჯახი, სრული შემადგენლობით, თან ახლდა მსახიობს.

მსოფლიო დონის კომიკოსი, ტოლს არ უდებდა სახელგანთქმულ ბურვილს, ილინსკის, ბენი ჰილსა თუ, ლუი დე ფიუნესს,

ახალ წელს დაბადებული ცნობილი ადამიანები » ABEZARA.com - ყველაფერი საინტერესომაგრამ მისი ნიჭის ელვარება, სამწუხაროდ, გასაგები მიზეზების გამო, საქართველოს ფარგლებს ვერ გასცდა.

თავად იპოლიტეს, ესეც ჰყოფნიდა – საკუთარი ხალხის, გულწრფელი სიყვარული.

დღეს, ქართველებს ნამდვილად გვაკლია, იპოლიტეს დონის კომიკოსი – სიცილის „ოლიმპოზე“, მის გვერდით, დღესაც არავინ დგას.

На изображении может находиться: 4 человека

ლუბა მეუღლეს სიყვარულით – „ბაკუნას“ ეძახდა, რადგან იპოლიტემ ბაკაბუკით იცოდა სიარული. იპოლიტემ კი ცოლს – „ხაჭაპუროვნა“ შეარქვა. ლუბა მართლაც უგემრიელეს ხაჭაპურებს აცხობდა და იპოლიტე მისი დიასახლისობით, სამართლიანად ამაყობდა.

ერთხელ, გადაღების დამთავრების შემდეგ, იპოლიტემ, გადამღები ჯგუფი, ოჯახში მიიპატიჟა. მოილხინეს. სადღეგრძელოები, სიმღერები, ანეკდოტები ერთმანეთს შეუნაცვლეს. სუფრასაც, ჩიტის რძე არ აკლდა, მაგრამ ეროსი მანჯგალაძე, არ ეშვებოდა იპოლიტეს – „სულ ესაა, ამაზე დამიძახე!?”.
На изображении может находиться: 1 человек
შეწუხებული იპოლიტე, მეუღლეს დაუძახებდა და ყურში ჩურჩულით, ახალი კერძის შეკვეთას აძლევდა. „ხაჭაპუროვნაც” (ასე ეძახდნენ ქალბატონ ლუბას) ამატებდა და ამატებდა ახალ-ახალ „შემოქმედებას” მაგიდას, ეროსი კი, არ ისვენებდა და დროდადრო ახსენებდა მასპინძელს:
– „სულ ესაა, ამაზე დამიძახეო?!” – ბოლოს, იპოლიტე წამოხტა და გასძახა მეუღლეს
– „ლუბა, გაპუტე ვერიჩკა და შეწვი!“(ვერიჩკა იპოლიტეს სიდედრს ერქვა).

იპოლიტე და ლუბა სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ და ერთმანეთის სიყვარულით ტკბებოდნენ.

კვირის პალიტრა - ლუბამ კარიერას თავი დაანება და იპოლიტეს მიუძღვნა მთელი სიცოცხლე - შეხმატკბილებული ცოლ-ქმარი

შეგახსენებთ, რომ იპოლიტე ხვიჩიამ, 1934 წელს დაამთავრა თბილისის სამრეწველო-ეკონომიური ტექნიკუმი.

1932-1936 წლებში იყო წულუკიძისა და გეგეჭკორის რაიონული თეატრების მსახიობი. ასრულებდა კომედიურ როლებს: ქუჩარა და ხარიტონი (პ. კაკაბაძის “ყვარყვარე თუთაბერი”, “კოლმეურნის ქორწინება”),

ტრუფალდინო და მარკიზი ფორლიპოპოლი (კ. გოლდონის “ორი ბატონის მსახური”, “სასტუმროს დიასახლისი”), ნაცარქექია (გ. ნახუცრიშვილისა და ბ. გამრეკელის “ნაცარქექია”), კოხტაია (ა. ცაგარელის “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!”) და სხვა.

1961-1966 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე შეასრულა შაქროსა (ო. მამფორიას “მეტეხის ჩრდილში”) და სპირიდონის (ნ. აზიანის “უკანასკნელი მასკარადი”) როლები.

1956 წლიდან იპოლიტე ხვიჩიას იღებდნენ კინოში. მის მიერ განსახიერებული როლებია: ალმასხანი (“საბუდარელი ჭაბუკი”), იპოლიტე ნემსაძე (“მანანა”), კუჭკუჭი (“ბურთი და მოედანი”), ქორიძე (“თხუნელა”), მელიტონი (“თოჯინები იცინიან”), სანდრო (“არ იდარდო!”)

, ბონდო დოლაბერიძე (“ფეოლა”), იპოლიტე (“მხიარული რომანი”), ვარლამი (“პირველი მერცხალი”), კაჟა ბულავა (“დათა თუთაშხია”) და სხვა.

იპოლიტე ხვიჩია | რეზო შატაკიშვილის ბლოგი

იპოლიტე ხვიჩია გამოდიოდა ესტრადაზე. მისი შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა უბრალოებითა და ბუნებრიობით.

„იცოდე, მთელი ცხოვრება გახსოვდეს, არავის დასცინო! სიყვარულის არ შეგრცხვეს, ხანდახან ხმამაღლაც შეიძლება იყვირო, ხომ ვიცით ჩვენ, რომ სიყვარულის დამალვა შეუძლებელია…

სიყვარულიც არის და სიყვარულიც – ფულის სიყვარული სიმახინჯეა, ის უნდა მოიხმარო, სხვაგვარად მან დამონება იცის… ფულის შემგროვებელი ადრე ბერდება, შვილო…” – იპოლიტეს უკანასკნელი ანდერძი შვილიშვილს, მანანა ხვიჩიას.

საქართველოს სახალხო არტისტი, 1985 წლის 1 თებერვალს, 78 წლის ასაკში ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა, დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

თბილისში, არის მისი სახელობის ქუჩა (ი. ხვიჩიას ქ.), სადაც მსახიობი ცხოვრობდა. ქუთაისში კი, მის ქანდაკება, რომელიც მოქანდაკე გიორგი კიკვაძემ შექმნა.

 

პირველად ქუთაისში - ემოციების დღესასწაული - Qwelly

(„კინტაური“ -იპოლიტე ხვიჩია და ვახტანგ კიკაბიძე-“ხათაბალა” – არმენფილმი 1971წ)