რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეკორდულ ვადებში ქმნის მრავალფუნქციური სამხედრო სამედიცინო ცენტრების ქსელს. მშენებლობის მასშტაბი გიგანტურია და 15 რეგიონს, კალინინგრადიდან კამჩატკამდე, მოიცავს.
მშენებლობებზე უკვე დაახლოებით 10 ათასი მუშა არის დასაქმებული. 16 ობიექტს ყოველდღიურად ემატება 600-600 მუშა.
სამუშაოებს ახორციელებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-სამშენებლო კომპლექსის სპეციალისტები, საინჟინრო და სარკინიგზო ჯარების მონაწილეობით. ყველა სამშენებლო პლატფორმაზე მიმდინარეობს 24-საათიანი მუშაობა, სამ-სამ ცვლაში. იხილეთ ვიდეო: